11:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 15:49:09, 1545 ნახვა

კომენტარი
ჭიჭინაძე: პარლამენტის თავმჯდომარე არ არის ჩვენი უფროსი - გამორიცხული არაა მისი გადადგომის საკითხი დავაყენო

„ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე მმართველ გუნდში არსებულ დაძაბულობას ეხმაურება.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პარტიის თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებთან.

„მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინ წინ მოსული ადამიანები რომლებიც  მოვიდნენ ქართულ ოცნებაში, იმათმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს ამ ქართულ ოცნებაში ყოფნით და დღეს ვინც მათ ეს მიანიჭა იმის გამო  უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე მე მგონი არ არის ჩვენი უფროსი. ის არის ჩვენს მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი რომელსაც ვენდობოდით მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლო დროინდელი  მისი განცხადებები, თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ ესეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის "ქართულ ოცნებაში" და ამიტომ ვიძახი. ის ადამიანები, ვინც გედი ფოფხაძის მიმართ ბრალდებებს ასახელებენ, ჯობს პირი გამოირეცხონ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე - დააყენებს თუ არა პირადად დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის საკითხს, მან აღნიშნა, რომ თუ სიტუაცია არ დალაგდა ეს გარდაუვალი იქნება.

„თუ ეს საკითხი  დროულად არ გაჩერდება გამორიცხული არაფერი არ არის“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics