13:56 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-08 13:03:11, 1564 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია: ქართველი ერის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრებაა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ამასთან, როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, ქართველი ერის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრებაა.

"ქრისტე აღდგა!
ვულოცავ,  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჭირ-ვარამ გამოვლილ  დევნილ მოსახლეობას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა. სულიერი ამაღლების, საყოველთაო სიხარულის და სიყვარულის ზეიმს ყველანი იმედით ვეგებებით.  ნებისმიერ ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნებები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფით, მაგრამ ქართველი ერის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრებაა.  
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, მათ შორის, აფხაზ და ოს ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის მადლიანი კალთა ფარავდეს ჩვენს სამშობლოს,  ყოველ ჩვენგანს,  დიდსა თუ პატარას",- ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას მილოცვაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics