11:47 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 19:45:05, 1570 ნახვა

საზოგადოება
მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ ტურისტი გარდაიცვალა

მყინვარწვერ "ყაზბეგზე" ტურისტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც საგანგებოს პრესსამსახურში აცხადებენ, მყინვარწვერზე სულ 3 ტურისტი იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ტურისტი დაშავდა.

"12:12 საათზე, „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მყინვარწვერზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, სავარაუდოდ, მთამსვლელის დაშავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული შეტყობინება 12:16 საათზე გადაეცა. როგორც ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო. საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფრინავთან ერთად, ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში და მყინვარწვერისკენ გაფრინდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილ ტურისტს, მას სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილიდან ამინდის და ხილვადობის გაუმჯობესების შემდეგ გადმოასვენებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics