02:28 - 26 Jul, 2026
|
2018-04-05 13:39:41, 1805 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: საქართველომ რუსი დიპლომატი დასავლეთის ზეწოლის გამო გააძევა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველომ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება დასავლეთის ზეწოლის გამო მიიღო. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დასავლური ქვეყნების ზეწოლის გამო მიიღო, უპირველეს ყოვლისა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამ ინფორმაციამ იმედი გაგვიცრუა", - განაცხადა კარასინმა. ცნობისთვის, „სკრიპალის საქმის“ გამო, ქართულმა მხარემ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ 29 მარტს განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)