|
2015-05-21 11:47:52, 487 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: ეროვნული ბანკის ანგარიშისადმი ჩვენი მიდგომა ძალიან კრიტიკულია
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიდგომა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიმართ ძალიან კრიტიკულია,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა. ბესელიას თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს აინტერესებს, თუ რამდენად დროული და ქმედითი იყო ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ლარის კურსის გაუფასურების პერიოდში. "ჩვენი მიდგომა ეროვნული ბანკის ანგარიშისადმი ძალიან კრიტიკულია. ჩვენ გვაინტერესებს სავალუტო პროცესთან დაკავშირებით, როდესაც ხდებოდა ლარის კურსის გაუფასურება, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, კონკრეტული ადამიანები დაზარალდენენ და მათთვის იყო ეს ყველაზე მძიმე ტვირთი, ამ პროცესში რამდენად დროული, ქმედითი და ეფექტური იყო ის ღონისძიებები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გაატარა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიმართ მოთხოვნა სწორედ ისაა, რომ ჩარევა, ინტერვენცია ყოფილიყო დროული და სწრაფი",-განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, კარგია, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება დაიწყო და ეს მოსალოდნელიც იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესმა მოქალაქეებზე ნეგატიური გავლენა იქონია, ამ კუთხით, ეროვნული ბანკის მიმართ საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები არსებობს. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს, ეკა ბესელიას განცხადებით, იმ უწყებების შესრულების პარამეტრები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა კომიტეტი მეთვალყურეობას უწევს, გასულ წელთან შედარებით უკეთესია. თუმცა მისივე განმარტებით, არებობს სხვადასხვა სამსახურები, სადაც გარკვეული შეკითხვები არსებობს, მაგალითად, იურიდიული დახმარების სამსახური და ა.შ.
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)