|
2018-04-04 15:53:16, 1726 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენის პროცესს თვალს მიადევნებს
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა უწყებების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და პარლამენტი ამ პროცესს დააკვირდება. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ერთად შევჯერდით ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სია შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება. ვადა არის განსაზღვრული და ჩვენ, ბუნებრივია, მივადევნებთ თვალს შესაბამის პროცესს. არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი პროკურატურის მხრიდან, სხვა უწყებების მხრიდან, რაც საფუძვლად უნდა დაედოს შემდეგ სიის შედგენას. ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)