02:28 - 26 Jul, 2026
|
2018-04-04 15:37:52, 1889 ნახვა
პოლიტიკა
ადა მარშანია გედევან ფოფხაძეს „პატრიოტთა ალიანსში“ ეპატიჟება
საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია უმრავლესობის უკვე ყოფილ წევრს, გედევან ფოფხაძეს საკუთარ ფრაქციაში ეპატიჟება. როგორც მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ გედევან ფოფხაძე აღნიშნულ საკითხს სერიოზულად განიხილავს. "მივესალმები ბატონ გედევანის გადაწყვეტილებას. ის გამორჩეული ადამიანია უმრავლესობაში, ეს ყოველთვის ვიცოდი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს და ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ“, - განაცხადა მარშანიამ. ცნობისთვის, დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)