13:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 16:33:58, 2299 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი 2 იტალიელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი ორ იტალიელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიიღო. პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულმა დიპლომატებმა რუსეთის ტერიტორია 7 დღის ვადაში უნდა დატოვონ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს.

გარდა ამისა, რუსეთმა ესტონეთის სამხედრო ატაშეს გაძევების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. 

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის რეაქცია სარკისებრი იქნება და ქვეყანა დიპლომატების გაძევებას უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ,  ევროპის ქეყნებმა და მათ შორის საქართველომ, ჯამში 152 რუსი დიპლომატი გააძევეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics