|
2018-03-30 16:23:00, 1793 ნახვა
საზოგადოება
რაპიდსა და ბლიცში ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატი გაიმართა
თბილისის მერიის მხარდაჭერით, რაპიდსა და ბლიცში ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატი გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუწნარიამ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „აღნიშნული ღონისძიება ევროპის საჭადრაკო კავშირის 2018 წლის მთავარ კალენდარშია მოხვედრილი. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში 19 ქვეყნის 86 ქალი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოდან. ჩემპიონატის მიზანია, საქართველო წარმოაჩინოს, როგორც საჭადრაკო ცენტრი. თბილისის მერია ყველა იმ მიმართულებას აქტიურად უჭერს მხარს, რომელშიც ქალები არიან ჩართული“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება და მასში მოჭადრაკე ქალები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანი საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ღონისძიებაში სულ 20-მდე ქვეყნის 80-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს.
(NS)
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)