20:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 12:20:49, 1067 ნახვა

რეგიონი
მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში  იმყოფებოდა, სადაც რეგიონების გუბერნატორებთან ერთად,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო. ასევე  აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული. დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები და შედეგების მიხედვით დაიგეგმება ღონისძიებები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics