07:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 11:45:28, 1369 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე კრიზისის მოგვარებას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სასამართლო კრიზისის დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის - "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" მოსაზრებით დაინტერესდა.

კოალიციის წევრებისაგან სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები მოისმინა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე კრიზისის მოგვარებას სხვა ფაქტორებთან ერთად რეალური საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

"შეხვედრა გვქონდა იმ ადამიანების ჯგუფთან, რომლებიც წლებია მონიტორინგს უწევენ სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციას და ამზადებენ რეკომენდაციებს როგორ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა, მათ შორის, საკანონმდებლო თვალსაზრისით. ეს ჯგუფი, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წევრები, ამბობენ, რომ აუცილებელია, კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებებით გაგრძელდეს და დროულად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების გატარება - ეს მოიცავს საბჭოს საქმიანობის დარეგულირებას კანონით, მოიცავს იუსტიციის სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას, მოიცავს დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროცედურების საფუძვლების გამართვას და ბევრი სხვა საქმეა გასაკეთებელი და ამ მიმართულებით, დრო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომ რეფორმა ძალიან სწრაფადაა გასატარებელი, ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოლოდინიც არის სწორედ ის, რომ პარლამენტი რეალურად დროულად მიიღებს ცვლილებას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics