|
2018-03-28 19:43:54, 1838 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: საქართველოს პრემიერის განცხადება მიმართული იყო პოზიტიური წინსვლისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება იყო მიმართული კონსტრუქციული, პოზიტიური წინსვლისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში, თუმცა ვნახეთ პარლამენტის მკვეთრი განცხადებაც“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დროა, თბილისმა აირჩიოს - იქნება ხისტი, თუ მოქნილი და თანმიმდევრული. „პრემიერ კვირიკაშვილის ბოლო განცხადება მიმართული იყო კონსტრუქციული, პოზიტიური წინსვლისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში, ახალი გზების ძიებისკენ, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. თუმცა, შემდეგ მოულოდნელად წავიკითხეთ საქართველოს პარლამენტის საკმაოდ მკვეთრი განცხადება, რომელმაც პრემიერის განცხადების სრული დეზავუირება მოახდინა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ დროა, თბილისმა აირჩიოს - იქნება ხისტი, თუ იქნება მოქნილი და თანმიმდევრული. საქართველოს პრემიერის განცხადებაში ჩვენ დავინახეთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე კიდევ ერთხელ პოზიტიურად დაფიქრების შეთავაზება. დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ცხინვალსა და სოხუმში. თუმცა, შემდგომმა განცხადებებმა მთლიანად გადახაზა ეს კონსტრუქცივიზმი“, - განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)