07:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 17:29:51, 1479 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ჩვენი მხრიდან მიცემული იყო ყველანაირი ვადა იმისთვის, რომ ხარვეზები გამოესწორებინათ

თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს პერიოდში აპირებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიამ დოკუმენტზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ ხარვეზების გამოსასწორებლად ყველანაირი ვადა და შესაძლებლობა მისცა:

„2 მილიონი უკვე გადახდილია, 5 ეტაპი მიღებული აქვს მერიას, საკმაოდ მასშტაბური მასალაა, დიდია მოცულობით,  მე-6 ეტაპი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას,  ეს არის საბოლოო გენგეგმა. არის ხარვეზები ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ   ჩვენი მხრიდან მიცემული იყო ყველანაირი შესაძლებლობა, ყველანაირი ვადა იმისა, რომ გამოესწორებინათ, დღესაც არსებობს ხარვეზები.  თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ამასთან დაკავშირებით, შეგატყობინებთ უახლოეს მომავალში“,-განაცხადა კახი კალაძემ.

მერიას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებულ ვერსიასთან  დაკავშირებით შენიშვნები აქვს. შენიშვნები ეხება ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს,  რიგითობას, ასევე ეკონომიკას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics