07:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 14:51:57, 1243 ნახვა

კომენტარი
კალაძე: დღევანდელ შეხვედარზე ოპოზიცია თუ არ არის, ეს მათი პრობლემაა

"ჩვენ გვქონდა სრუვილი, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია, ელემენტარულ კითხვას ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით",-ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის განხილვის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია  დოკუმენტს არ გაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ  მერიის მხრიდან რამდენჯერმე იყო მიმართვა,  ჩართულიყვნენ   ამ პროცესში.

“ჩვენ უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია რაზეა საუბარი, რა დოკუმენტია წარმოდგენილი, რა შენიშვნები აქვს დედაქალაქის მერიას და ზოგადად როგორ წარიმართა პროცესი. აქ ძირითადად იქნებიან დედაქალაქის საკრებულოს დეოუტატები. თუ ოპოზიცია არ არის, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ გვქონდა სრუვილი, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია, ელემენტარულ კითხვას ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტს არ გაცნობიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან რამდენჯერმე იყო მიმართვა, რომ ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელიც დედაქალაქმა უნდა მიიღოს. მათ ეს არ ისურვეს. გასაგებია რატომაც და ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დღე, როდესაც ისინი ცდილობდნენ ამ შეხვედრის ჩაშლას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics