|
2018-03-28 11:11:22, 1270 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერდეს
თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს. „ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი. უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა და მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ერთიანი ხედვა - განვითარების ჩარჩო გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს, ასევე, მათ, ვინც იქ უნდა იცხოვროს მომავალში, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ გარკვეული ინვესტიციები განახორციელონ ამ ტერიტორიაზე, რადგან ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება ჩარჩო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებში, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობაში და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად. „დოკუმენტებში დიდი ხარვეზები გამოვლინდა და ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ზოგადად, მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიების განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის კუთხით 600-მდე განაცხადს არ მივეცით თანხმობა, რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევაში ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, არღვევდა ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მიმდინარე ქაოტური განაშენიანება. „საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, ასევე, დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები. ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი დამოკიდებულება, სწორი მიდგომა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით - ხელს შევუწყობთ, რადგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, ამ სექტორში ბევრი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სწორად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)