07:38 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 11:05:18, 1200 ნახვა

საზოგადოება
ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ ლუქსემბურგში გამართულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის (ISBER) მიერ გამართულ სიმპოზიუმში.

სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვიდა ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი და საქართველოში ლაბორატორიის გაძლიერების პროგრამაზე ისაუბრა. წარმოდგენილი იყო პოსტერ-პრეზენტაციები. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა და შეხვედრაზე მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლას მოიცავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics