|
2018-03-27 10:03:53, 2537 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 43-ე რაუნდი იწყება. მოლაპარაკებების პირველი დღე თანათავმჯდომარეებთან შეხვედრებს დაეთმობა, სადაც მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება. ასევე, საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხს და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ინფორმაციით, კონსულტაციების ორივე დღეს ძალის არგამოყენების საკითხსზე ისაუბრებენ. როგორც მან აღნიშნა, მთავარი მიზანია, რუსეთმა აგვისტოს ომის შეთანხმება შეასრულოს. „განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთის ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. საფრთხეს რაც შეეხება, ჩვენ საფრთხის თვალსაზრისით კი არა შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება იმ პროცესს, რასაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, - განაცხადა დავით დონდუამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)