00:22 - 26 Jul, 2026
|
2018-03-25 15:16:34, 1987 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა: „ ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი დედაეკლესია. საუკუნეების განმავლობაში სწორედ მის წიაღში ინახავდნენ სარწმუნოებას ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები, უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ერი და ქვეყანა. ავტოკეფალიის აღდგენამ უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩვენი ერის ცხოვრებაში, რასაც სულ მალე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა... 2018 წელი საიუბილეოა - საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წელს ზეიმობს“,-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)