|
2018-03-23 19:05:10, 2086 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გამო როგორიცაა: საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი, კაპიტალის ბაზრის განვითარება. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა წლის დასაწყისიდან ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებსა და წლის განმავლობაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალში განაგრძობს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, კერძო სექტორის მხარდაჭერას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)