|
2018-03-23 13:56:20, 1555 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო კვირიკაშვილს - ბელარუსი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს იქ, სადაც მას ეს დასჭირდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ლუკაშენკოს განსაკუთრებულ წვლილს და მისი 2015 წლის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში და აღნიშნა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ასევე მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა ბელარუსი მეხანძრეებისა და მფრინავების პროფესიონალიზმს. საუბარი შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, რაც ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტურად გაფორმდა. ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელმოწერილ დოკუმენტებს ისტორიული უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. მისი განცხადებით, ბელარუსი არა მხოლოდ მზად არის, საქართველოსთან ერთად შექმნას ერთობლივი საწარმოები, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას შეასწავლოს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გამოთქვა მზადყოფნა, ბელარუსმა ყოველთვის დაუჭიროს მხარი საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს იქ, სადაც მათ ეს დასჭირდებათ. მხარეებმა საუბრისას ასევე აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი მონაცემები და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და წარმატებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)