|
2018-03-22 15:27:48, 1769 ნახვა
პოლიტიკა
ავლაბრის რეზიდენციაში ბელარუსის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ლევან დავითაშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი მარგველასვილი ბელარუს კოლეგას პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ და გაფართოებული მოლაპარაკებებისას განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)