|
2018-03-22 13:29:07, 1998 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისშია
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თბილისში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამ წუთებში დახვედრის ცერემონიისათვის მზადება მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ და გაფართოებული მოლაპარაკებებისას განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში საქართველო - ბელარუსის ურთიერთობების დინამიკა მართლაც შთამბეჭდავია - გაიხსნა საელჩო, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, სავაჭრო ბრუნვა, ინვესტიციები. "ამ ვიზიტზეც იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებების ხელმოწერა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ თავისუფალ გადაადგილებას, სავაჭო-ეკონომიკური თანამშრომლობის სატრანსპორტო გადაზიდვების უფრო მეტ ინტენსივობას. ასე რომ, ეს ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. ორი პრეზიდენტის მიერ სამი წლის წინ მიღწეული ყველა შეთანხმება სრულდება და ეს ყველაფერი განვითარდება კიდევ უფრო მაღალი ტემპით, რაც ნამდვილად სასიკეთოა ჩვენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიასთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრებენ. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო - ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)