|
2018-03-22 10:21:33, 1836 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესი საქართველოს 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების 2018 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის 105 მილიონია გამოყოფილი, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ამ თანხით ამერიკა საქართველოს ეხმარება. ასევე დოკუმენტში ნახსენებია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. აშშ-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. "საქართველოს დახმარების სახით გამოეყოს სულ მცირე 105 325 000 დოლარი. რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეულ არასტაბილურობასთან დაკავშირებით, კანონპროექტი უკრაინისა და საქართველოს დაფინანსებას ზრდის", - ნათქვამია დოკუმენტში. ასევე აშშ საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ცნობისთვის, საქართველოსთან ერთად დახმარებას მიიღებს უკრაინაც, რომელიც 420 მილიონით განისაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)