|
2018-03-21 21:01:04, 1446 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე - საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც ნატო-ს წევრობისკენ მივყავართ
ჩვენი მიზანია, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება, საქართველო წარსდგეს, როგორც წარმატებული ასპირანტი, ნატოში წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თავისი რეფორმებით და ჩვენი წარმატება აისახოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა. მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო კომისია წარმოადგენს ფორმატს, რომელიც ახდენს ქვეყნის შიგნით ნატოში ინტეგრაციის პროცესში საჭირო რეფორმების კოორდინაციას. „ჩვენ დღეს დავამტკიცეთ 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამა. 2017 წლის პროგრამა ჩვენ წარმატებით შევასრულეთ და ეს აღინიშნა იანვრის ბოლოს გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. საქართველო წარმატებით აგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებიც ნატოში წევრობისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში რეფორმები. საქართველო, ასევე წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ მივყავართ ნატოში წევრობისკენ. ეს წარმატება აღიარებულია ნატოს წევრი ქვეყნების მიერ. ჩვენი მიზანია, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება, საქართველო წარსდგეს, როგორც წარმატებული ასპირანტი, ნატოში წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თავისი რეფორმებით და ჩვენი წარმატება აისახოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ასევე, გაძლიერდეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა. ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევენ ყველა ინსტრუმენტის განხორციელების პროცესში. ეს აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ასევე, ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან",- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. ცნობისთვის, სამთავრობო სტრუქტურაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია ვსაგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიბარა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)