|
2018-03-21 00:38:33, 1661 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა გარდაცვლილი თანამოქალაქის მკვლელები დაისაჯონ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა გააკეთა რათა ცხედრის გადმოსვენება მომხდარიყო. „მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად მთავრობამ მაქსიმალური გავაკეთეთ და გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რომ მომხდარიყო საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება. ეს ყველაფერი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხდა. ასევე, გეტყვით, რომ გადმოცემულია არჩილ ტატუნაშვილის ავტომანქანაც. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 108-ე და 143-ე მუხლებით და შესაბამისად ავტომანქანას უტარდება საექსპერტო სამუშაოები და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება ოჯახისთვის ავტომანქანის გადაცემა.
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)