|
2018-03-20 20:27:43, 1814 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი გარი ჯონსონს: ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ნაკლებად ადეკვატურია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კრიზისებისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტთან, გენერალ სერ გარი ჯონსონთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გაზრდილი უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს არ შეესაბამება. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო და სამთავრობო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ნაკლებად ადეკვატურია, ვიდრე ის აქამდე იყო და ამ ვითარებას გამოსწორება სჭირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარტნიორების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განვითარებასა და დახვეწაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)