|
2018-03-20 15:31:07, 1936 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსს“ გადაწყვეტილი არ აქვს, დაუჭერს თუ არა მხარს რეზოლუციის შემუშავებულ ტექსტს
"პატრიოტთა ალიანსი“ ჩამოყალიბების პროცესშია, დაუჭიროს თუ არა მხარი რეზოლუციის შემუშავებულ ტექსტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ადა მარშანიამ განუცხადა. „ჩვენი პოლიტიკური ძალა რეზოლუციასთან მიმართებაში არის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ცხადია, ჩვენ ამ მოვლენებთან დაკავშირებით დიდი ხანია ჩვენი აზრი ჩამოყალიბებული გვაქვს, თუმცა მე ვგულისხმობ უშუალოდ რეზოლუციის ტექსტს.პრობლემაა, რომ ეს რეზოლუცია მართლაც ქმედითი გახდეს და არ იყოს კიდევ ერთი რეზოლუცია რეზოლუციისთვის. ასე ცხოვრება და ასეთი მუშაობა უკვე შეუძლებელია. რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, საკომიტეტო ფორმატში კენჭისყრაში მონაწილოება არ მიმიღია”,-აღნიშნა მარშანიამ. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აყალიბებს პოზიციას უშუალოდ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით და არა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)