|
2015-05-19 12:52:06, 883 ნახვა
სამართალი
ალგეთის თემში მარნეულის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღებაში ამხილეს
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ალგეთის თემში - ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღებაში ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბალაბეკ გიზბასოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოს-და აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე თემის სოფლებში მაცხოვრებელი პირებისგან 400 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი - ცხვარი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. სამართალდამცველებმა ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის რაიონში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)