|
2018-03-19 16:42:58, 1757 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია საყდრისის აფეთქებასა და ეკოლოგიურ ზიანთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ოპოზიცია "საყდრისის“ აფეთქებასთან და კომპანია RMG GOLD-ის მიერ ეკოლოგიურ და სხვა სახის ზიანის მიყენებასთან დაკავაშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საყდრისში საგანგაშო პროცესები მიმდინარეობს, რაც გამოსაძიებელია: "საყდრისის აფეთქებასთან და RMG GOLD-ის მიერ ეკოლოგიურ და სხვა სახის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა წინა ბიუროზე დავარეგისტრირეთ.სასიამოვნოა, რომ ეს პრობლემა ასევე სხვა პარტიებსაც აინტერესებთ.ეს საკითხი განხილული იქნება პლენარულ სხდომაზე.როგორც ჩანს, უკვე 2 ფრაქციის მოთხოვნით. ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან იქ ხდება ძალიან ბევრი რამ საგანგაშო.თუნდაც ის, რომ კომპანიამ 3 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაიტანა 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს და სპილენძის მადანი.ის თავის განცხადებაში ამაყობს, რომ რაღაც 5 მილიონიანი ინვესტიციები განახორციელა რეგიონულ ბიუჯეტში.საუბარია ზღვაში წვეთზე.ყველაფერია გამოსაძიებელი-აფეთქებით დაწყებული, დამთავრებული ეკოლოგიური ზიანით და პარლამენტი ვალდებული იქნება, თუ კომისიას არ შექმნის საჯაროდ მაინც იმსჯელოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ",-განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)