|
2015-05-19 12:24:55, 803 ნახვა
სამართალი
ნინო გვენეტაძე: უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების საკითხზე აქტიური მუშაობა დაიწყო
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი 2012 წლამდე მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გადასინჯვის თაობაზე ახალ საპროცესო ჩარჩოს ამუშავებს. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, უაკნონოდ ჩამორთმეული ქონებების საკითხზე კონკრეტული პოზიციები გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება ცნობილი, „პარლამენტში სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც ახალ საპროცესო ჩარჩოს ამუშავებს 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის თაობაზე, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ მუშა პროცესია. კონკრეტული პოზიციები გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება ცნობილი. მთავარია, აქტიური მოქმედება დაიწყო, ახალი საპროცესო ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც საშუალებას მისცემს სასამართლოს მეშვეობით მხარემ სასამართლოს შეცდომებთან დაკავშირებით სამართალწარმოების გზით გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვოს“,– აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. ცნობისთვის, უკანონოდ ჩამორთმეულ სახელწმიფო ბალანსზე არსებული უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების საკითხზე მთავარი პროკურატურა მუშაობს, მათ შორისაა განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული ქონებების საქმე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)