01:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 11:48:25, 1539 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში, საბაგიროს ინციდენტის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

გუდაურში, საბაგიროს ინციდენტის შედეგად დაშავებულებიდან საავდმყოფოში ექვსი ადამიანი რჩება. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკამყოფილებელია. სავარაუდოდ, დღის ბოლოს  საავადმყოფოდან უკრაინის მოქალაქეს გაწერენ.


რაც შეეხება შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე  ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.


შეგახსენებთ, ორი დღის წინ საძელეს საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა. ინციდენტის შემდეგ ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დასადგენად ქვეყანაში საერთაშორისო ექპერტები ჩამოვლენ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics