|
2018-03-16 12:37:09, 1161 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი გახსნა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი საზეიმო ვითარებაში გახსნა. ოფისში 114-ის სწრაფი რეაგირების ათი ოპერატიული ჯგუფი განთავსდება. ახალი ოფისის გახსნაზე პირველ ვიცე-პრემიერს მეგზურობას უწევდა „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რომა მიქაუტაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი. კომპანიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სწრაფი რეაგირების სამსახურის ცენტრი შეიქმნა. ამიერიდან, გაზის მიწოდება და წნევა მთავარი ოფისიდან და აღნიშნული ცენტრიდან პარალელურად გაკონტროლდება, რითაც საავარიო სიტუაციების მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის უწყვეტად და უსაფრთხოდ მიწოდებისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის 114-ის ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. ისინი შემთხვევის ადგილზე პირველები გადიან და მათი მუშაობა კომპანიისთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ფასდაუდებელია. ბუნებრივი გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის და ბუნებრივი გაზის გაჟონვის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ნომერზე 114. პრობლემის დაფიქსირებისთანავე, 114-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფები მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოემსახურებიან აბონენტებს, ავარიული სიტუაციების დროს, თავად უზრუნველყოფენ კომპანიის სხვა სამსახურების ჩართვას შექმნილი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად. სწრაფი რეაგირების სამსახურის, 114-ის ახალი ოფისის გახსნა „ყაზტრანსგაზ-თბილისი" უსაფრთხოების სოციალურ კამპანიის „მეტი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში დაიგეგმა.
(NS)
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)