02:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 21:59:32, 1848 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე დამტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლიდერობით გერმანია და ევროკავშირი გააგრძელებს  წარმატებულ განვითარებას.

საქართველო მუდმივად გრძნობს და აფასებს გერმანიის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში, რაშიც დიდი წვლილი პირადად კანცლერ მერკელს მიუძღვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების 200-წლიანი მეგობრობა, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, - ნათქვმია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics