04:38 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 11:32:24, 2154 ნახვა

მსოფლიო
კუბაზე საპარლამენტო არჩვევნები გაიმართა

კუბაზე საპარლამენტო არჩვევნები დასრულდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში, 8 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 68%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

კუბის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ქვეყნის პარლამენტის – ნაციონალური ასამბლეის 605 დეპუტატი, ასევე რეგიონული ასამბლეების 1200 დელეგატი.

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი და თვითმმართველობის ორგანოები ხუთი წლის ვადით აირჩევა.

დეპუტატობის კანდიდატებს შორის არის კუბის ლიდერის შვილი მარიელა კასტრო. ამას გარდა, დეპუტატობის კანდიდატების სიაშია სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიგელ დიას-კანელი, რომელიც რაულ კასტროს სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევა.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 აპრილს გაიმართება. სხდომაზე სახელმწიფო საბჭოს წევრებს, შემდეგ კი საბჭოს ხელმძღვანელს აირჩევენ, რომელიც ქვეყნის ლიდერი გახდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics