|
2018-03-11 10:59:40, 1635 ნახვა
საზოგადოება
ქართული აგრონომების ცოდნის ასამაღლებლად USAID მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმენიმპრაქტიკოს აგრონომების ტრენინგ პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამაში ჩართული იყოსაქართველოს 10 რეგიონი. 7 ქალაქში 96 თეორიული და 60 პრაქტიკული სესიაჩატარდა დამასში მონაწილეობდნენ მაღალკვალიფიციური ექპერტები. „ექსტენციის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან სწორედ ექსტენციის მეშვეობით ფერმერთან ჩვენ მიგვაქვს ცოდნა და ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რათა ამაღლდეს მათი კონკურენტუნარიანობა. ეს პროექტი ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ფერმერებთან, ამ სასერთიფიკაციო კურსებში აღიჭურვნენ ახალი უნარჩვევებით, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული და სამომავლოდ ამ ცოდნას გადასცემენ ფერმერებს,“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებმა პრაქტიკოსი აგრონომების ცოდნის გაღრმავება, ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის, არატრადიციული კულტურების და ახალი ჯიშების შესახებ ამომწურავი ინფორმაციამიიღეს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ექსტენციის სერვისის ეფექტიანობის გაზრდას.რეგიონალურ უნივესრიტეტებში ჩატარდა რამდენიმე სემინარი ისეთ აქტუალურ თემებზე, როგრიცაა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებია. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვასწავლოთ ფერმერებს და გავუზიაროთ მათ ის ინფორმაცია, რაც მართლა გამოადგებათ მომავალში, ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სხვებსაც, რათა უფრო მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ - განაცხადა ბროკ ბირმენიმ. პროგრამა განხორციელდა საქართველოს აგრარული და სამი რეგიონული უნივერსიტეტის მეშვეობით, და საქართველოს მასშტაბით, მასში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 103-მა თანამშრომელმა. (NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)