21:13 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 15:17:16, 1649 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას აზერბაიჯანელი კოლეგები ეწვივნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას აზერბაიჯანელი კოლეგები ეწვივნენ და ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე მოინახულეს. 

შეხვედრის მიზანი იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა აპარატურისა და მეთოდების ვალიდაცია-ვერიფიკაციის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიღება. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება. აზერბაიჯანის დელეგაციის წევრების ინტერესის სფეროს სურსათის უვნებლობა და გენმოდიფიცირებული მაჩვენებლების კვლევის საკითხები წარმოადგენდა.

მათ დეპარტამენტების უფროსებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიაში  დანერგილ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ კვლევის მეთოდებზე, ასევე,  ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემაზე.  შეხვედრის დროს მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics