|
2018-03-07 11:40:15, 1429 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარ ექსპერტს, ჟილბერ ფელის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ოლიმპიური თამაშების გამართვის პერსპექტივები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის კონტექსტში საქართველოს საკანონდებლო ვალდებულებებიც გააცნო და ოლიმპიური თამაშებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მომზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარმა ექსპერტმა მინისტრის მიერ ქვეყნის პოტენციალის შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაცია დადებითად შეაფასა. „საქართველოს ბუნების სილამაზე და ბიომრავალფეროვნება ნამდვილად შთამბეჭდავია. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს გარემოსდაცვით საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა სამინისტრო როგორც ერთი ორგანიზმი ისე მუშაობს, რაც ნებისმიერი წამოწყების წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“,- განაცხადა ჟილბერ ფელიმ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ. საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომას ბახს, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. (NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)