|
2018-03-07 10:38:03, 1923 ნახვა
ეკონომიკა
კახა ბექაური: ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვლენ
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, კომისია მუშაობს რათა ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვიდნენ. როგორც მან აღნიშნა, კომპანიები ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტ პროვაიდერებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მისივე განცხადებით, პროცესში გარკვეულ შეფერხებებს ჰქონდა ადგილი, რასაც კომისია მკაცრად აკონტროლებს და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ მსხვილ უცხოურ კომპანიებს ბაზარზე შემოსვლაში ხელი შეუშალონ. „კომისია აქტიურად მუშაობს, რომ საბითუმო ბაზარზე და განსაკუთრებით ეს ეხება ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარს, შევქმნათ ძლიერი კონკურენცია. დღეს ამ ბაზარზე კონკურენციის კუთხით ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ კომისია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ჩვენ მოვახერხებთ, რომ ამ ბაზარზე იყოს ძლიერი კონკურენცია, მაგრამ ამას დაჭირდება გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მათი შემოსვლის შემდეგ, ბაზარზე ფასები იქნება ძალიან დაბალი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში, რათა სამართლიანად წარიმართოს ის და არსებულმა ოპერატორებმა პროცესს ხელი არ შეუშალონ. აქვე გეტყვით, რომ ცოტათი შეფერხდა ეს პროცესი და ახლა სწორედ ამას ვარკვევ, როგორ და რატომ მოხდა ეს. გპირდებით, რომ არავის მივცემ ამ პროცესისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობას", - განაცხადა კომისიის სხდომაზე კახა ბექაურმა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2017 წლის ბოლოს, კომისიის ძალისხმევით ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ფასი 32 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა. „ეს ფასი კიდევ დაბლა დაიწევს. მაგრამ აქ მხოლოდ ფასის დაწევა არ არის მთავარი. მთავარია გაყიდვის წერტილების შექმნა, ანუ საბითუმო ინფრასტრუქტურის დაშვების და ტარიფის რეგულაციების შემოღება. იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცირე და საშუალო ოპერატორებს საბითუმო ინტერნეტ ბაზარზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ და კომისია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს", - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)