01:37 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 10:25:43, 1865 ნახვა

პოლიტიკა
„ის ოკუპაციის მორიგი მსხვერპლია“ - პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო უწყებები ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან

პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან.

პოლონეთის საგარეო უწყების „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გაურკვეველ გარემოებაშია გარდაცვლილი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციის მორიგი მსხვერპლია. პოლონეთი მოითხოვს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ობიექტურ და დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. პოლონეთი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

აღნიშნულ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით „ტვიტერის“ მეშვეობით განცხადება გაავრცელა ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

განცხადებაში ჩეხეთის საგარეო უწყება ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ჩეხეთი გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და მოითხოვს ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების დაშვებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics