|
2018-03-06 13:43:03, 1491 ნახვა
კომენტარი
ბესელია ძალადობაზე: მნიშვნელოვანია განათლების კუთხით ფართო მუშაობა, რადგან მგონია, აქ სტერეოტიპების დიდი პრობლემაა
ქალთა მიმართ ძალადობაზე კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ ვერ ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ამ ციფრების მშვიდად წაკითხვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. მან გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა მიმართ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ევროკავშირის კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი სტერეოტიპების შედეგია. „გულწრფელად ძალიან მაწუხებს მეც როგორც ქალს, რომ ასეთი მაღალი რჩება ქალთა მიმართ ძალადობის ნიშნული, ამ ტენდენციების და უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება არის ალბათ უაღრესად საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიზეზებთან დავიწყოთ ბრძოლა, რადგან შეუძლებელია, როდესაც ამ სტატისტიკურ მონაცემებს უყურებ არ გქონდეს განცდა, რომ საქმე გვაქვს არაჯანსაღ დამოკიდებულებასთან, ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ძალადობის რომელიმე მეთოდი დასაშვებია, ეს სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, აქ საჭიროა მრავალმხრივი მოქმედება. საკანონმდებლო სფეროდან დავიწყებდი. იცით, რომ ჩვენ მივიღეთ და დავამტკიცეთ ძალიან მნიშვნელოვანია კონვენცია, როგორიც არის სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობდა. ანუ სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არის ფაქტობრივად ყველა ის მუხლი და კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები გადატანილი, რომელიც ყველა წევრ ქვეყანას და მათ შორის, საქართველოსაც ავალდებულებს ცვლილებებს. არ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია, მნიშვნელოვანია აღსრულება, მნიშვნელოვანია განათლების კუთხით ძალიან ფართო მუშაობა, რადგან მგონია, აქ სტერეოტიპების დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 22% და მამაკაცების 31% ცოლის ცემას გარკვეულ გარემოებებში ამართლებს. ასევე საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)