|
2015-05-17 15:47:24, 2993 ნახვა
კომენტარი
პრემიერი 17 მაისის აქციებზე: ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული ერი და ცივილიზებული სახელმწიფო
"ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული, გამორჩეული ერი და ცივილიზებული სახელმწიფო", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში დღეს გამართულ აქციებს. მთავრობის მეთაური კმაყოფილია, რომ ყველაფერი მშვიდად, დემოკრატიულად ჩატარდა და ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულ სამსახურებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მადლობას უხდის. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ასევე მიულოცა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე და ქართულ ოჯახებს გაძლიერება უსურვა. „მინდა, ყველას ვუსურვო, გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ქართული სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, 17 მაისთან დაკავშირებით აქცია მრგვალ ბაღში და იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა. ორივეგან აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)