23:45 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 15:56:21, 1876 ნახვა

სამართალი
პროკურორი - მოწმემ ისაუბრა, თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი, ვისსა და ვის შორის მოხდა ჩხუბი ხორავას ქუჩაზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარემ 51-ე სკოლის მოსწავლე მოწმედ წარადგინა.

როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძე განაცხადა, მოსწავლის ჩვენება მნიშვნელოვანია რადგან ის მომხდარის თვითმხილველია.

მისივე თქმით, მოწმის ჩვენება ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სიზუსტის დადასტურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

"მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში. კერძოდ, მოწმემ ისაუბრა თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი, ვისსა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი და რა შემდგომი განვითარება ჰპოვა მოვლენებმა. აღნიშნული მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად ბრალდების მხარეს რათა გაამყაროს საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებები. მოწმის დღევანდელი ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდეს", - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics