|
2018-03-02 14:30:41, 1625 ნახვა
საზოგადოება
ქართველი მეცნიერები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შვეიცარიულ გამოცდილებას გაეცნენ
შვეიცარიაში, ქ. დელემონში, სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში (CABI) ქართველი მეცნიერები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მეცნიერთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შვეიცარიის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოაგენტებზე ჩატარებულ თანამედროვე მეცნიერულ კვლევებს გაეცნენ. „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოლოგიური მტერის მორფოლოგიის, მისი გამრავლებისა და ბიოკონტროლის სისტემაში გამოყენების საკითხებზე. უცხოელ ექსპერტებს საქართველოში გასულ წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე წლის ბრძოლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებზეც მივაწოდეთ ინფორმაცია“, - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. ქართველმა მეცნიერებმა შვიცარიელი კოლეგებისგან სხვადასხვა რეკომენდაცია მიიღეს სამომავლოდ აზიური ფაროსანას ბიოკონტროლის შესაძლებლობების შესახებ. თანამშრომლობის მიზნით, დაისახა სამომავლო გეგმები, რომელიც ახალგაზრდა კადრების გადამზადებასაც ითვალისწინებს. ქ.დელემონის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ასევე, ახორციელებს გლობალურ პროგრამას „Plantwise“, რაც სხვადასხვა სერვისით ფერმერთა უშუალო დახმარებას ითვალისწინებს. (NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)