17:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 16:31:18, 1435 ნახვა

საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილი მიგრანტთა რეინტეგრაციის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო გრანტის სახით კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს. 

გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების დაფინანსებასა და საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება. 

გამარჯვებული ორგანიზაციები საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილმა კომისიამ გამოავლინა. კომისიის შემადგენლობაში შედიან როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტი. პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს:

• „საზოგადოებრივი დამცველი - “თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი; 

• სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი; 

• ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - სამეგრელო-ზემო სვანეთი; 

• ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ - აჭარა, გურია; 

• ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი; 

• „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ (KRDF) - კახეთი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics