|
2018-02-28 14:41:09, 1687 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: 1-ლი მაისიდან საქართველო თამბაქოს კვამლისგან უნდა გათავისუფლდეს
თბილისის პარლამენტში "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" გაიხსნა. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო კამპანიის ძირითადი გზავნილია. მან ცვლილებების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: "1 მაისიდან იწყება კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელივანი ნორმის დანერგვა.კერძოდ, დახურულ შენობებში თამბაქოს კვამლის აკრძალვა. თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო არის ამ კამპანიის ძირითადი გზავნილი.უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან პირველი მაისიდან.ეს იქნება ის მესიჯი, რომელსაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება. ამოცანაა, რომ მოქალაქეებს ავუხსნათ, მოვამზადოთ, რომ 1- ლი მაისიდან ჩვენი მწეველი მოქალაქეები გამოვიდნენ გარეთ და მოწიონ. ამისთვის მათ აქვთ მთელი საქართველოს ტერიტორია, 68 000 კვ კილომეტრი.მხოლოდ მცირე ტერიტორიაზე იქნება მოწევა აკრძალული ისევ და ისევ მათ საკეთილდღეოდ.შემდეგი 15 წლის განმავლობაში ამ ცვლილების დანერგვით გადავარჩენთ 53 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს 10 წლით ადრე სიკვდილისგან და დავზოგავთ სამ მილიარდ ნახევარ ლარს იმ ხარჯების არგაღებით, რომლებიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს და პროდუქტიულობის დაცემას მოაქვს",-განაცხადა აკაკი ზოიძემ. ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან თამბქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)