|
2018-02-28 12:38:02, 1478 ნახვა
საზოგადოება
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ფინანსური საჭიროებების შეფასებასა და ბიომრავალფეროვნების ფინანსურ გეგმებზე იმსჯელეს
სასტუმროში “Rooms Hotel Tbilisi” პროექტზე - ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ფინანსური საჭიროებების შეფასებასა (FNA) და ბიომრავალფეროვნების ფინანსურ გეგმებზე (BFP) იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზებისა და ამ ფინანსების გონივრულად ხარჯვის ეფექტური მექანიზმები გააცნო. შეხვედრა ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ფარგლებში გაიმართა, რაც ბიომრავალფეროვნების დაფინანსებასთან დაკავშირებულ გლობალურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საქმინობების დაფინანსება საკმაოდ პრობლემატური საკითხია, სწორედ ამიტომ ფინანსური საჭიროებების შეფასების (FNA) მიზანია მოახდინოს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად აუცილებელი რესურსების რაციონალურად დაანგარიშება. ბიომრავალფეროვნების ფინანსური გეგმის (BFP) მიზანია შეიმუშავოს ეროვნული საგზაო რუკა სხვადასხვა წყაროებიდან ბიომრავალფეროვნების დაფინანსების გასაუმჯობესებლად, მათ შორის დამატებითი რესურსების მოძიების, დანახარჯების ეფექტიანობის გაზრდის და სამომავლო დანახარჯების თავიდან აცილების გზით. ასევე, მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების პროცესში მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებების წარმატებით განხორციელება. შეხვედრას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოსლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით განხორციელდა, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების, ბიომრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)