|
2018-02-28 12:04:20, 1529 ნახვა
საზოგადოება
საკომუნიკაციო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება
საკომუნიკაციო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება. კამპანიის მიზანია, ყველა მომზადებული შეხვდეს იმ ცვლილებებს, რომელიც 1 მაისს ამოქმედდება. იქამდე კი, ჯანდაცვის სამინისტროში, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის შეხვედრა გაიმართა. სხდომას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვა, გაერო-ს განვითარების ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მულტისექტორულ შეხვედრაზე გაეროს განვითარების ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევის“ პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეცია 2030“ დაამტკიცეს, სამდივნოს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი წარმოადგინეს და საკანონმდებლო ნორმის ამოქმედებამდე გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. „საინვესტიციო შემთხვევა“ გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ის ქვეყნის დონეზე მონაცემების შეგროვებას, თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის განსაზღვრას, მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ფარგლებში, პრიორიტეტული ინტერვენციების განხორციელების უპირატესობების გამოვლენას და უმოქმედობის ხარჯის შეფასებას გულისხმობს. 2018 წლის 1 მაისიდან თამბქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; მოწევა ნებადართული იქნება კანონის შესაბამისად მოწყობილ სამორინეში, სიგარაბარში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, მხოლოდ გამოყოფილ მოსაწევ ოთახში. სტაციონარული, ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით იქნება ნებადართული. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდას და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)