19:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 14:27:41, 1603 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი - სასტუმრო „რამადას“ ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია

„სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის" ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის  ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად არის აწყობილი და წარმატებულ შედეგს ვიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა ღია აუქციონი საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მოთხოვნა იყო სულ მცირე 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 25 მილიონი ლარის ინვესტირება.

„დღეს კი სახეზე გვაქვს სასტუმრო 152 ნომრით, რომელშიც 14 მილიონი დოლარია ინვესტირებული. დღეის მდგომარეობით, სასტუმროში დასაქმებულია 100 ადამიანი, თუმცა მომავალში კომპანიას „m2 უძრავი ქონება" სამუშაო ადგილების ზრდა და სასტუმროების მშენებლობა აქვს დაგეგმილი", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი" კომპანია „m2 უძრავი ქონების"  პროექტია. სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მ დააფინანსა, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორის ხელშეწყობის კუთხით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics