|
2018-02-26 14:50:32, 1865 ნახვა
საზოგადოება
სიგუა აცხადებს, რომ თუ მთავრობა მიწას იჯარით არ მისცემს, GEM Fest-ი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება
GEM Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა 2018 წლის მუსიკალური ფესტივალისთვის, მიწას იჯარით არ მისცემს, ღონისძიება ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება. ამის შესახებ სიგუამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. მისი განცხადბებით, GEM Fest-ი 9-12 აგვისტოს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში აუცილებლად ჩატარდება, რადგან ბილეთები უკვე იყიდება და თარიღებიც გამოცხადებულია. „მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე. მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ”,- წერს სიაგუა. გიორგი სიგუას განცხადებით, ვალებს მაშინ დააბრუნებს, როცა ფინანსურად გაძლიერდება.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)