|
2018-02-25 11:43:25, 1543 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორიამ ვერის ბაღში იუნკერ შალვა ერისთავის საფლავს პატივი მიაგო
25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული იუნკერის, შალვა ერისთავის საფლავი ვერის ბაღში გვირგვინით შეამკო, შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა შალვა ერისთავის საფლავზე დაღუპული ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა. შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა საკუთარ თავზე აიღო. მან ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გადაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ და N4 სანგარი უკან დაებრუნებინათ. თავდაცვის მინისტრთან ერთად შალვა ერისთავის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა მოადგილეებმა.
(NS)
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)